Wednesday, October 21, 2009
Tuesday, August 18, 2009
ყვითელ რაშში
- დაკეტე! არსად არ მიდიან!
იმანაც დაკეტა და წავიდა...
იქნებ მიდიოდნენ... :(
Wednesday, August 12, 2009
Tuesday, August 11, 2009
უკაცრავად, ეს აგვისტოა?
Title არა ტოროლა
- რა ვიცი, არ ელოდა მგონი.
- აბა რომ ამბობდა, ბოლოს მაინც ბრახუნიაო...
– რა ბრახუნი?
- მიწის ბელტების!
- რა მაცდური ხარ?!
- არაუშავს, მაცდურს უყვარხარ შენ...
- და ასე თეთრად რაღაა ჰაერში?
- რა თეთრად, ცაა ეგეთი.
- აქ რა უნდა ცას?
– აბა სად უნდა?!
- ან ის კაცი რანაირად ეწევა სიგარეტს, ხედავ მეხუთე სართულზე?
- რა რანაირად, ჩვეულებრივად, ადამიანურად – ორი თითით და პირით :D
- თავზე რაღა ახურავს იმ გაჭირვებულს.
- ჩალმა...
- წამო ქობულეთში.
- მეზარება ხუთი საათი გზაში.
- რა ხუთი საათი, ოცდახუთ წუთში იქ ვართ, ათ წუთში საერთოდაც სურამის ნაძვნარში ამოგაყოფინებ თავს.
- ...
- ბიო კაიფის შესახებ გსმენია?
- ეგ რაღაა?
- ოო, ეგ საიდუმლოა და იმ შემთხვევაში გაგანდობ, თუ ათი წუთის სავალ სურამზე მიხვდები რამეს.
- leider, ხელები ამიწევია.
- ნება შენია, უბრალოდ ბიო კაიფს დაემშვიდობები და ეგ იქნება...
Friday, August 7, 2009
ბოდვა №....
Thursday, August 6, 2009
Saturday, May 23, 2009
მოგესალმებით მზიანი კუალალუმპურიდან
Friday, May 8, 2009
dilaa, dila...
Thursday, May 7, 2009
mSrali xidi
Thursday, April 23, 2009
ნაკვესი „პინოქიოდან“
– თუ მკვდარი ხარ, თუ ასეა, მაშ ფანჯარასთან როგორღა დგახარ?
– კუბოს ველოდები, სადაცაა მომიტანენ...
Saturday, March 28, 2009
ჩვენ მოვიგებთ ომს
ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ... იღება კარი და შემოდის არავინ იხედება თვალები და ჩანს არაფერი სათვალეს ირგებს მაინც არავინ ჩანს ამბობს სიტყვებს არ ესმის არავის არაფერს ეხება მიწას ვერაფერს გრძნობს ხედავს ისრების მოძრაობას დრო მაინც არ იცვლება არაფერი და არავინ არ იცვლება არაფერი არ იცვლის საცვლებს ცვლის ცვილს ცვილი ინთება სანთელი და ქრება ვერ ცვლის ვერაფერს თბილა არ თბილა მიდის ისევ დგას არ იცვლება ხმაურობს ჩუმდება ვერ ცვლის არ იცვლება ყარს ტკივილი დაძველდა არ იცვლება ქარი ქრის თმა მიჰყვება არაფერი იცვლება ამოყავს სანთელი თაფლის სუნია აღარ არის არ ტოვებს ხაზებს მიჰყვება გზას არ მთავრდება არც ის მთავრდება ჯერ არ მთავრდება ეხება წყალს ზღვას უხარია არაფერი იცვლება მედუზა ეალერსება ეზიზღება ცას ეხება ვარსკვლავი იჩხვლიტება უკრავს ხმა არ ისმის არაფერი იცვლება ხავსიან ლოდს ეხება ცივა ალბათ ზამთარია არ იცვლება არაფერი სისხლს უშვებს წითელი არ არის წყლისფერია უყვარს წყალი და გაქრობა ვერაფერს ცვლის ეზარება არ უნდა ცხელა უაზრო ზაფხულია ცხელა სითეთრეა ღლის სითეთრე ისევ ზამთარია ფერს იცვლის იქნებ ტყავსაც თეთრს შავით ცვლის არ ენატრება არაფერი იცვლება სხვა ენატრება სულ ერთია იღება კარი მიდიან თეთრი ფრთოსნები ჩაისმსმელები საათის ისრები დახეული კეტები შოკოლადის ფილები კოსმოსური ხომალდები ყველანი მიდიან კარი ღიაა...
