Saturday, March 28, 2009

ჩვენ მოვიგებთ ომს

ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ... იღება კარი და შემოდის არავინ იხედება თვალები და ჩანს არაფერი სათვალეს ირგებს მაინც არავინ ჩანს ამბობს სიტყვებს არ ესმის არავის არაფერს ეხება მიწას ვერაფერს გრძნობს ხედავს ისრების მოძრაობას დრო მაინც არ იცვლება არაფერი და არავინ არ იცვლება არაფერი არ იცვლის საცვლებს ცვლის ცვილს ცვილი ინთება სანთელი და ქრება ვერ ცვლის ვერაფერს თბილა არ თბილა  მიდის ისევ დგას არ იცვლება  ხმაურობს ჩუმდება ვერ ცვლის არ იცვლება ყარს ტკივილი დაძველდა არ იცვლება ქარი ქრის თმა მიჰყვება  არაფერი იცვლება ამოყავს სანთელი თაფლის სუნია აღარ არის არ ტოვებს ხაზებს მიჰყვება გზას არ მთავრდება არც ის მთავრდება ჯერ არ მთავრდება ეხება წყალს ზღვას უხარია არაფერი იცვლება მედუზა ეალერსება ეზიზღება ცას ეხება ვარსკვლავი იჩხვლიტება უკრავს ხმა არ ისმის არაფერი იცვლება ხავსიან ლოდს ეხება  ცივა ალბათ ზამთარია არ იცვლება არაფერი სისხლს უშვებს წითელი არ არის წყლისფერია უყვარს წყალი და გაქრობა ვერაფერს ცვლის ეზარება არ უნდა ცხელა უაზრო ზაფხულია ცხელა სითეთრეა ღლის სითეთრე ისევ ზამთარია ფერს იცვლის იქნებ ტყავსაც თეთრს შავით ცვლის არ ენატრება არაფერი იცვლება სხვა ენატრება სულ ერთია იღება კარი მიდიან თეთრი ფრთოსნები ჩაისმსმელები საათის ისრები დახეული კეტები შოკოლადის ფილები კოსმოსური ხომალდები ყველანი მიდიან კარი ღიაა...

Friday, March 27, 2009

მერე რა, რომ არც მეარღნე ვარ, არც პოეტი, არც 18 წლის აჩო და არც 78 წლის კავაბატა, თავის მოკვლაზე მაინც მეფიქრება... არა, ნამდვილად სადღაც შუაში ვარ და ისღა დამრჩენია ვიცოცხლო...

Saturday, March 21, 2009

კუკუისტებო ყველა ქვეყნის შეერთდით:)