Tuesday, August 18, 2009

ყვითელ რაშში

- სად მიდიხართ ბავშვებო?
- დაკეტე! არსად არ მიდიან!
იმანაც დაკეტა და წავიდა...
იქნებ მიდიოდნენ... :(

Wednesday, August 12, 2009

...

განწყობა? განწყობა არანაირი, მხოლოდ სიმშვიდე, ალბათ ღვთიური...

Tuesday, August 11, 2009

უკაცრავად, ეს აგვისტოა?

რა უაზრო აგვისტოა, ნოემბერი გეგონება... ნოემბერი კი მიყვარს ძალიან, მაგრამ ნოემბრისებური აგვისტოს სიყვარულის რა მოგახსენოთ...

Title არა ტოროლა

– არ იცოდა რომ მოკვდებოდა?
- რა ვიცი, არ ელოდა მგონი.
- აბა რომ ამბობდა, ბოლოს მაინც ბრახუნიაო...
– რა ბრახუნი?
- მიწის ბელტების!
- რა მაცდური ხარ?!
- არაუშავს, მაცდურს უყვარხარ შენ...
- და ასე თეთრად რაღაა ჰაერში?
- რა თეთრად, ცაა ეგეთი.
- აქ რა უნდა ცას?
– აბა სად უნდა?!
- ან ის კაცი რანაირად ეწევა სიგარეტს, ხედავ მეხუთე სართულზე?
- რა რანაირად, ჩვეულებრივად, ადამიანურად – ორი თითით და პირით :D
- თავზე რაღა ახურავს იმ გაჭირვებულს.
- ჩალმა...
- წამო ქობულეთში.
- მეზარება ხუთი საათი გზაში.
- რა ხუთი საათი, ოცდახუთ წუთში იქ ვართ, ათ წუთში საერთოდაც სურამის ნაძვნარში ამოგაყოფინებ თავს.
- ...
- ბიო კაიფის შესახებ გსმენია?
- ეგ რაღაა?
- ოო, ეგ საიდუმლოა და იმ შემთხვევაში გაგანდობ, თუ ათი წუთის სავალ სურამზე მიხვდები რამეს.
- leider, ხელები ამიწევია.
- ნება შენია, უბრალოდ ბიო კაიფს დაემშვიდობები და ეგ იქნება...

Friday, August 7, 2009

მართალია შავკანიანებთან მწყრალად ვარ, მაგრამ... :D


ბოდვა №....

მხარზე ყურსასმენის თასმა გავიდე, the future sound of london-ის მუსიკა ფონად გავიყოლე, ცივ ლუდში ჩავყარე ფეხები, მარგარიტას ცოცხი ვეთხოვე, forum.ge–ს თემა ვესესხე, ძველი „მეგობარი“ გავიხსენე, ცრემლი მოვიყენე თვალზე, საჩხერე–ჭიათურის მარშუტკაზე დავფიქრდი, იმ საცოდავ ფილმზეც დავფქრდი, დღეს რომ ვუყურე და კიდევ ერთხელ მოვიყენე თვალზე ცრემლი,ცრემლზე მარილი გავიხსენე, მომენატრა და მკვდარ ზღვას გავუარე, ლუდსაც მოუხდა, 117% ვერ გამოვთვალე, ან უფრო არ, Brunnenhof Str.34-იც ვიხილე და თავის ტკივილის გარეშე დავიძინე, მაგრამ სად ხარ თურმე... შემომიტიეს naec-ებმა და თავი მომაბეზრეს... ღმერთო რა ტკბილად მახსოვს ძველი კინოსტუდიის პავილიონი და ერთი გზისპირა სახლი...

Thursday, August 6, 2009