Saturday, May 1, 2010

წითელი პომადით ტუჩზე და 1 მაისით ხელში


დამპატიჟეთ რა გასვენებაში, საგასვენებოდ ვარ გამოწყობილი, ხვალ ონლაინ დაბადების დღე შეიძლებოდა მქონოდა, მაგრამ ეგეც არ გეკუთვნის შენო, გასვენებაში დაპატიჟებას ვინღა ჩივის... ვოცნენობ რაა, ამ დიდებულ ქვეყანაში გასვენების მადლსაც ვერ იგრძნობ, მაგრამ ჰოი საოცრებავ, არის ერთი დიდებული მოხუცი პრინცესა, რომელიც გარდაცვალებს ეპირება და მე დაპატიჟებით თუ დაუპატიჯებლად მაინც ვესტუმრები პანაშვიდს და პანი marktსაც... აკაციის თაფლს შეჭამ, ლიმონს საბრალობელი ვარსქენის მზერას სტყორცნი, ჩარკვიანის რბოლას მოუსმენ და გაგახსენდება რომ შენმა "საპრაზნიკო" Bursthalltenმა თავის დრო მოჭამა და შენ რომ გუშინ მაწონი შეჭამე, გენეტიკური კოდიც გაიხსენე, და jetzt muss mann დაწერო განცხადება და წახვიდე, კიდევ თოვსო, მაგრამ მოგვატყუეს მაკრი, წადი გასვენებაში სანამ პალტო გმოსავს და სანამ თოვლს გაუსწრია, არ იდარდო რომ ხვალ შენს დაბ.დღეზე არ იქნები, პირობას გაძლევ შენს გასვენაბში აუცილებლად იქნები, თან საპატიო წევრი, სულ ხელში ატატებულს გატარებენ და pink floyd-ის Time-ს გაგაყოლებენ ფონად, ცივ ნიავს არ მოგაკარებენ, სარქველს მჭიდროდ დახურავენ, მატლებმა რომ არ შეგაწუხონ თავიდან მაინც,... ნუ შეგიგუბდა სული და ნუ შეგეშინდა სიბნელის, ჯერ არავის დაუპატიჟებიხარ შენს გასვენებაში, არადა რა კარგად გამოიყურები საგასვენებოდ გამოწყობილი?! ...

1 comment:

  1. მაკა პომადით :D :D

    ხოდა მოგვიანებით გილოცავ, მრავალს დაესწარი :*

    ReplyDelete